საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
1772879868
„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“.
მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.
„ისრაელის საელჩოს განცხადება შემხვდა, სადაც თითქოს საქართველოს ხელისუფლების მიმართ საყვედურის ტონი იგრძნობოდა. განცხადებაში ეწერა, რომ მეგობრები რთულ პერიოდში შეიცნობიანო, ამას ხელისუფლება, ალბათ, არ გააკეთებს, მე კი ნამდვილად შემიძლია ვუთხრა ჩვენს მეგობარ ისრაელს - მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა, აი ეგ იქნებოდა ნამდვილი მეგობრობა. შესახსენებელი და წამოსაძახებელი ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს, ამიტომ, კარგი იქნება თუ თავს დაანებებენ საყვედურით საუბარს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.
მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1772829072