სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
"ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, პროკურატურის მიერ უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან არის კავშირში, ამიტომ, საზოგადოებას მეტი სიფხიზლე მართებს. "დააკავეს კრიმინალი, რომელმაც 700 მილიონი დოლარი გაათეთრა საქართველოში... ვინმე დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი კავშირში არ არის არჩევნებთან და დაანონსებულ არეულობასთან? კიდევ უფრო მეტი სიფხიზლე გვმართებს!" - წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.