თამთა მეგრელიშვილი: 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი მოღალატეობრივი პოლიტიკით, ქვეყანა ჩაითრია ომში

თამთა მეგრელიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ტრაგიკული შედეგი: დაკარგული ტერიტორიები და მოღალატეობრივი პოლიტიკის ფასი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომის შედეგად საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთზე), არამედ საბოლოოდ დაიმკვიდრა რუსეთმა სამხედრო გავლენა აფხაზეთზეც“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რუსეთის აშკარა პროვოკაციების ფონზე, „ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ” ჩაიდინა კრიტიკული შეცდომა – ღამე შეუტია ცხინვალს. შედეგად, რუსეთმა ეს გამოიყენა სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად და განახორციელა მასშტაბური ოკუპაცია.

მეგრელიშვილის თქმით, ამ ტრაგედიიდან წლების შემდეგ, საქართველოს სჭირდება რეალისტური და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა.

„ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ტრაგიკული შედეგი: დაკარგული ტერიტორიები და მოღალატეობრივი პოლიტიკის ფასი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეტაპი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ომის შედეგად საქართველომ ფაქტობრივად დაკარგა კონტროლი არა მხოლოდ ცხინვალის რეგიონზე (სამხრეთ ოსეთზე), არამედ საბოლოოდ დაიმკვიდრა რუსეთმა სამხედრო გავლენა აფხაზეთზეც. ეს იყო შედეგი იმ გაუმართლებელი, სარისკო და უპასუხისმგებლო პოლიტიკის, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით.

ტალიავინის კომისიის დასკვნითაც დადასტურდა, რომ 2008 წლის ომის სამხედრო ფაზა დაიწყო საქართველოს თავდასხმით ცხინვალზე. მართალია, კომისია ასევე აღიარებს რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში განხორციელებულ პროვოკაციებს, მაგრამ იურიდიულად ომის დაწყება და ფართომასშტაბიანი ესკალაცია სწორედ საქართველოს ნაბიჯზე იყო მიბმული. რატომ მივიდა საქმე აქამდე? „ნაციონალურმა მოძრაობამ”, ნაცვლად იმისა, რომ ეშენებინა თანმიმდევრული დიპლომატიური სტრატეგია კონფლიქტების ეტაპობრივად დარეგულირებისთვის, აირჩია აგრესიული რიტორიკა, რაც ფაქტობრივად ვერ დაეფუძნა ქვეყნის რეალურ სამხედრო თუ დიპლომატიურ რესურსებს. რუსეთის აშკარა პროვოკაციების ფონზე, “ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ” ჩაიდინა კრიტიკული შეცდომა – ღამე შეუტია ცხინვალს. შედეგად, რუსეთმა ეს გამოიყენა სამხედრო ინტერვენციის გასამართლებლად და განახორციელა მასშტაბური ოკუპაცია.

ტალიავინის ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ „საქართველოს მიერ ძალის გამოყენება იყო არაპროპორციული“ და რომ „რუსეთის პასუხი იყო გადამეტებული, მაგრამ საწყისი სამხედრო ესკალაცია მოხდა საქართველოს მხრიდან“. შედეგად: რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა; საქართველომ დაკარგა იურიდიული კონტროლი საკუთარ ტერიტორიებზე; ასობით ათასი ადამიანი კვლავ რჩება იძულებით გადაადგილებულად; ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა ჩამოიშალა, ხოლო ნატოსკენ მოძრაობა ფაქტობრივად გაიყინა.

დასკვნა „ნაციონალური მოძრაობა” ტალიავინის დასკვნის მძიმე შინაარსს დაეთანხმა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მათ ხელი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე მოაწერეს. ამ ძალამ თავისი მოღალატეობრივი და პათოსით გაჯერებული პოლიტიკით, ქვეყანა ჩაითრია იმ ომში, რომლისთვისაც არც სამხედრო, არც დიპლომატიური მზაობა არ არსებობდა. შედეგი იყო კატასტროფული – დაკარგული ტერიტორიები, დამსხვრეული სახელმწიფო სტრატეგია და გაყოფილი საზოგადოება. დღეს, ამ ტრაგედიიდან წლების შემდეგ, საქართველოს სჭირდება რეალისტური და პასუხისმგებლიანი პოლიტიკა – არა პოლიტიკური ავანტიურები, არამედ მშვიდობის მშენებლობა და სტაბილურობა რასაც „ქართული ოცნება” აუცილებლად მოახერხებს“, - წერს თამთა მეგრელიშვილი