მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა აშშ-ის კონგრესმენ, ანა პაულინა ლუნასთან (R), რომელიც ფლორიდის შტატს წარმოადგენს.
კონგრესმენი ლუნა აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა და ზედამხედველობის კომიტეტების წევრი, ფედერალური საიდუმლოებების გასაჯაროების საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარე და აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, ქალი ლიდერია. ასევე აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, მათი სამომავლო განმტკიცების მნიშვნელობა და ახალი შესაძლებლობები.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო დონეზე მიმდინარე და განვითარებულ გეოპოლიტიკურ პროცესებს.
ხაზი გაესვა სუვერენიტეტის დაცვის, სწორი საიმიგრაციო პოლიტიკის, ენერგოდამოუკიდებლობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობას