„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეუქმნა უკვე მოქმედ ქვეყნებში კანონის უზენაესობას FARA-მ.
„გასაგებია ვენეციის კომისიის „კეთილი“ რჩევა, მაგრამ სახელმწიფო ფაქტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ დასკვნას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რამდენიმე ქეისი მაინც იმ ქვეყნებიდან, სადაც დაიბადა ეს კანონი და წლებია წარმატებით ფუნქციონირებს. შეუქმნა თუ არა საფრთხე კანონის უზენაესობას FARA -მ წარმოშობის ქვეყანაში ან სხვაგან?
როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, მაგალითისთვის მოჰყავთ რუსეთი, არადა, რუსეთი ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოადგებათ, რადგან იქ ამერიკული FARA არ მოქმედებს. იქ მოქმედებს ამ კანონის იდეაზე შექმნილი საკუთარი კანონი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ამერიკულისგან. რუსული კანონის დედანი არ არის ამერიკული კანონი.
საქართველოში კი ძალაში შესულია ამერიკული FARA -ს დედნის მიხედვით შექმნილი კი არა, არამედ, კალკირებული პროექტი. საქართველოს მსგავსად, სრული კალკირება არ გაუკეთებიათ არც ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, არც კანადას, ავსტრალიას და ა.შ. თუმცა, იქ ვენეციის კომისიას არ გაუგზავნია მოთხოვნა ამ კანონის აკრძალვასთან დაკავშირებით. მაშინ რა ხდება? ჩვენ „სხვა რანგის“ ქვეყანა ვართ, ვისაც შეიძლება ასე ხელაღებით ბრძანებები უგზავნო? არა ბატონო, ასე აღარ არის. პატივისცემა და თანამშრომლობა გვესმის მხოლოდ ორმხრივი.
ჯერ დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს ხომ არ დავასწრებთ? უხერხულია, ზედმეტ ამბიციაში ჩაგვითვლიან,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.