სუსის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილი წარადგინეს

თამაზ ბორაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფოუსაფრთხოებისსამსახურისუფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

შესაბამისი განცხადება კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ თამაზ ბორაშვილი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.