ისრაელსაც და ირანსაც თანაბრად სურდათ ომის შეჩერება - დონალდ ტრამპი
1750781340
„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომლის თარგმანს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.
როგორც სტივენ დაუთი წერს, ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობა.
„საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო, უხეში მცდელობაა, აღიკვეთოს პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობა. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი“, – წერს სტივენ დაუთი.