სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კრივის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

ჰო

სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კრივის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც წარმატება უსურვა.

მონტენეგროში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ახალგაზრდა მოკრივეებმა ასპარეზობა 9 მედლით დაასრულეს, კერძოდ, სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით.

ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.