ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ნკ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. გამოძიება დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საქმე ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებასა და მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.

აღნიშნულ საქმეზე ასევე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები. დანაშაული 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სუს-თან ერთად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია გუშინ დააკავეს, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.