1792612078
სოზარ სუბარი ოპოზიციაზე: გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციო მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღები
გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა ოპოზიციასთან დაკავშირებით.
სუბარის თქმით, ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც.
„რა თქმა უნდა, ორმაგი სტანდარტები ჩვენთვის ვერ იქნება მისაღები, ამიტომ ჩვენმა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმ ფაქტებზე, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე, რომლებიც მაგიდაზე უდევს.
სხვათა შორის, დღესაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ პირდაპირი მუქარა სასამართლოს მიმართ, როდესაც მოპასუხეები მათ ემუქრებოდნენ სანქციებით. ანუ ისინი დღესაც ქვეყნის გარეთ ეძებენ მფარველს, პატრონს. გაბედეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში საკონსტიტუციოს მოსამართლეებს ემუქრებოდნენ, თქვენ დაგემუქრებათ დასავლური სანქციები, თუ არ მიიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენთვის არის მისაღებიო.
ქვეყნის შიგნით რომ მხარდაჭერა არ აქვთ, თქვენ აღნიშნეთ. მართლაც 20 თუ 30 კაცი იყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეკრებილი, მათი მხარდამჭერები და ეს იყო მთელი ერთკვირიანი მობილიზების შედეგი. ისევ უცხოელი პატრონების სახელით ემუქრებიან ქართველ ხალხსაც, ქართველ ამომრჩეველსაც და საკონსტიტუციოს მოსამართლეებსაც“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.











