1791143556
სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.
„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.
ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღენახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.
მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმინებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასაჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.











