შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1793032856
საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ბიუროკრატებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ამ დღის წესრიგის განმახორციელებლად აქამდე ეგულებოდათ ტრიადა - იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი იდეოლოგიის გამტარი მედიასაშუალებები და პარტიები, - განაცხადა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორმა სოსო მანჯავიძემ „დღის ქრონიკაში“ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დიდი ინერცია, რომელიც დასავლეთის ბიუროკრატებს საქართველოს მიმართ აქვთ აღებული, მალე არ შეჩერდება, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დგას ევროპის სახელმწიფოებისა და ევროკავშირის წინაშე.
მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით დასავლეთის ბიუროკრატებს თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.
„ამ დღის წესრიგის განმახორციელებლად აქამდე ეგულებოდათ ტრიადა - იგულისხმება არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი იდეოლოგიის გამტარი მედიასაშუალებები და პარტიები. ეს სამეულია, ერთმანეთის გარეშეც ისინი ვერ არსებობენ და რომ ავიღოთ პოლიტიკური პარტიების ჯამური რეიტინგი, იგი განისაზღვრება მედიაში მათი ყოფნითა და იმ გადაცემებით, რომლებიც ამ არაადეკვატურ დღის წესრიგს ქვეყანაში ამკვიდრებენ. აქედან გამომდინარე, თავიანთი პროქსები, თავიანთი მოკავშირეები, თავიანთი აგენტურა ჩამოცილებული პოლიტიკური ველიდან მათთვის მიუღებელია და შესაბამისად, ამას ახლა ფუთავენ იმით, რომ თურმე დემოკრატია ილახება და თურმე უკუსვლაა, ეს მაშინ, როცა ეს ტრიადა რომ ხელისუფლებაში მოუშვა, მივიღებთ ისეთივე ტიპის რეჟიმს, რომელიც ერთხელ უკვე გამოვცადეთ პატივცემული მიხეილის დროს“, - განაცხადა მანჯავიძემ.