რა არ შეიძლება ეცვას გარდაცვლილს? - მღვდლის განმარტება
1757189145
საერთაშორისო დონეზე, ნებისმიერი შეხვედრის დროს, არ მქონია შემთხვევა, როდესაც არ აღიარებდნენ საქართველოში ძლიერი ინსტიტუტების არსებობას. ეს არის დამსახურება სწორი მიდგომის, ხელისუფლების მუშაობისა და საჯარო მოხელეების, - ამის შესახებ საქპატენტის თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ჟენევაში, ევროპის საპატენტო უწყებასთან ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას.
„ევროპის საპატენტო უწყებასთან, ჟენევაში, ხელი მოეწერა ორწლიან საერთო სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებს საქპატენტისა და ევროპის საპატენტო უწყებას შორის თანამშრომლობას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ცნობადობის გაზრდა ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოგონებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ექსპერტიზის სისტემებისა და ელექტრონული სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ეს არის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგი და არის ორმხრივად სასარგებლო.
საქართველო, როგორც კანდიდატის ქვეყანა, ყოველდღიურად ემზადება იმისთვის, რა ფორმით მოვექცეთ ევროკავშირის საერთო სამართლებრივ სივრცეში, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სივრცეში. საქართველო თავისი წვლილით შედის ევროკავშირში და სწორედ ამიტომ არის ეს თანამშრომლობა ორმხრივად ეფექტიანი და მომგებიანი. თითოეული მათგანი აცნობიერებს, რომ ეს არ არის დახმარება მხოლოდ საქართველოსთვის. ძლიერი საქართველო ეს არის მომავალში უფრო მეტად ძლიერი ევროკავშირი“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.