"შინაარსობრივი კრიტიკა ჯერჯერობით არ მოგვისმენია" - ირაკლი ქადაგიშვილი აქციის მონაწილეებზე, რომლებიც უნივერსიტეტების გაერთიანებას აპროტესტებენ

ირაკლი ქადაგიშვილი

სტუდენტების ნაწილი თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანებას აპროტესტებს. მათ დღეს მსვლელობა გამართეს. ისინი უნივერსიტეტის ავტონომიაში ჩარევაზე საუბრობენ, თუმცა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, კონკრეტულად რას აპროტესტებენ, რატომ არის მათთვის მიუღებელი სასწავლო დაწესებულების შერწყმა და გამსხვილება, ასევე ხარისხის გაუმჯობესება - კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ასახელებენ.

ასევე, საჭიროებს თუ არა არსებული პირობები გაუმჯობესებას და ხედავენ თუ არა რეფორმის საჭიროებას. მმართველ გუნდში მანიპულაციებზე და პროტესტის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ, აცხადებენ, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ორი უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი რეგიონის აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი უნდა გახდეს. რეფორმა არ აისახება აკადემიურ კვოტებზე და არც პროფესორ მასწავლებლების რაოდენობაზე.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ შინაარსობრივი კრიტიკა ჯერ არ მოუსმენია.

"შინაარსობრივი კრიტიკა ჯერჯერობით არ მოგვისმენია. აქ მნიშვნელოვანია გავყოთ ჩვენ რეალური კრიტიკა და მეორე ის, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი უნდა გააკრიტიკონ.

რომ იკითხო განათლების რეფორმა აუცილებელია, მაგრამ რომ ჩაეკითხოთ არავის არ წარმოუდგენია რა არის მისი ხედვა კომპლექსურად განათლების რეფორმაზე.

ეს ხედვა წარადგინა "ქართულმა ოცნებამ" და ამის განხორციელება მიმდინარეობს,"- აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.