შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამ პროცესში მას ჰქონდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი - დავით მათიკაშვილი ბაჩო ახალაიაზე

დავით მათიკაშვილი

პასუხზე თავის შეკავება იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების საქმეში ცალკეული პირების მონაწილეობა, ცხადია, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნებს იწვევს საზოგადოებაში. ჩვენი ძალიან ბევრი წყაროდან, ჯერ კიდევ გამოძიების მიღმაც, ვიგებთ, რომ არსებობდა კომუნიკაცია, ცალკეული რესურსები ურთიერთობის, სადაც, როგორც ჩანს, მზადდებოდა პროცესი ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩასაგდებად", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც 4 ოქტომბრის მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს და არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხები უნდა გაეცეს.

"ბაჩო ახალიას მონაწილეობის საბოლოო გადაწყვეტილება, ცხადია, გამოძიებამ უნდა მიიღოს, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ამ პროცესში მას ჰქონდეს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი. დანარჩენი ბუნებრივია არის გამოძიების დასადგენი. საზოგადოებაში სოლიდურ ეჭვებს ბადებს ეს ყველაფერი, რომ, რა თქმა უნდა, იყო კიდევ ერთი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ", - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.