1757870206
შეუძლებელია შევადაროთ ჩეხეთის ვითარება, პოლიტიკური პოლარიზაცია და არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოსთან - ლევან სანიკიძე

ეუთო/ოდირის საპასუხო წერილი "კურიერს" და ინფორმაცია, რომელიც მისიამ ოფიციალურად დაადასტურა - ჩეხეთში 3 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ორგანიზაციამ პრაღიდან მიწვევა 2 სექტემბერს მიიღო.
მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ სვამენ კითხვას, როგორ ასწრებს ეუთო/ოდირი დაკვირვების მიზნით ჩეხეთში ჩასვლას, მაშინ როდესაც, ფაქტობრივად დროის იგივე პერიოდში, საქართველოში მისიის გაგზავნაზე უარის მიზეზად ვადებს ასახელებს.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უარს სავარაუდოდ სხვა საბაბი აქვს. მისია, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე დადებული დასკვნის გამო გარე თუ შიდა ძალების ზეწოლის ობიექტი იყო, ახლა მორიგი წნეხის თავიდან არიდებას ცდილობს.
საკითხს აფასებენ ოპოზიციურ სპექტრშიც. პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, ჩეხეთისა და საქართველოს საარჩევნო გარემოს შედარება შეუძლებელია. მისივე თქმით, საქართველოში არჩევნების დაკვირვებას სერიოზული მომზადება სჭირდება.
"შეუძლებელია შევადაროთ ჩეხეთის ვითარება, პოლიტიკური პოლარიზაცია და არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა საქართველოსთან. ეუთო/ოდირი სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ჩემი აზრთ კი საბედნიეროდ, ვერ ჩამოვა იმიტომ, რომ ამას სჭირდება სერიოზული მომზადება, ამ მისიას სჭირდება სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, ველის დამუშავება, საარჩევნო კანონმდებლობის შესწავლა და ა.შ. რაც "ქართულ ოცნებას" თავის დროზე არ უნდოდა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.