ედიშერ გვენეტაძე: ბრიტანეთში პოლიციელზე თავდასხმა დანაშაულია, საქართველოში კი დემოკრატიის ზეიმი?

ედიშერ გვენეტაძე

აი ნახეთ, წარმოშობით პაკისტანელი მინისტრი შაბანა რას ამბობს და მართალიცაა თურმე ნუ იტყვით: პოლიციელზე თავდასხმა დაუშვებელია და მისი გამკეთებელი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. საქართველოში კი იგივე დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებით, რომელიც პირდაპირ გამოხატავს ამ ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულებას, პოლიციელზე ძალადობა აზრის გამოხატვა და დემოკრატიის ზეიმია, - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ბრიტანეთის პოლიტიკურ ელიტას ქართველები შაბან - ველურები ჰგონია და ყველაფრის გამტარებლად წარმოიდგენს.

„ესენი ჯერ კიდევ იმ დროში იმყოფებიან და არიან ჩარჩენილი, როდესაც მათთვის ყველაფერი იყო შესაძლებელი, ხოლო დანარჩენებისათვის არაფერი.
აი ნახეთ წარმოშობით პაკისტანელი მინისტრი შაბანა,  რას ამბობს  და მართალიცაა თურმე ნუ იტყვით და პოლიციელზე თავდასხმა არ შეიძლება. მისი გამკეთებელი კი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.
საქართველოში კი იგივე დიდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებით,

რომელიც არც მეტი და არც ნაკლები პირდაპირ გამოხატავს ამ ქვეყნის ოფიციალური ხელისუფლების დამოკიდებულებას, საქართველოში  პოლიციელზე ძალადობა კი აზრის გამოხატვა და დემოკრატიის ზეიმია.ეტყობა ამ ბატონებს ჩვენ მართლაც  შაბან-ველურები და ყველაფრის გამტარებლები ვგონივართ. სინამდვილეში ის კი არ უწყიან, რომ ბრიტანეთის "თავისუფლების დიდ ქარტიამდე" ბევრად ადრე იყო მცდელობა საქართველოში მსგავსი დოკუმენტის შექმნის და შესაბამისად პარლამენტის შექმნის. რომელიც არა აზრის მარწუხებში მოქცევამ, არამედ გეოგრაფიულმა გარემომ ანუ გარე ველურ მომთაბარეთა გამუდმებულმა  შემოსევებმა შეაფერხა.“ - წერს გვენეტაძე.