"შეწყვიტონ არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს" - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

"პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ ის არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს" - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ორი წარმომადგენლის მიერ შიმშილობის დაწყებას.

დავით მათიკაშვილის თქმით, დემოკრატიული პროცესია არჩევნების გზით წარმატებას მიღწევა.

"დემოკრატიული პროცესი არის არჩევნების გზით მონაწილეობა და იქ მცდელობა, რომ წარმატებას მიაღწიო. ყოველი სხვა მცდელობა, იქნება ეს ზეწოლა მორალური თუ ფიზიკური საზოგადოებაზე, ბულინგი, მცდელობა, შიმშილობით დააშინო საზოგადოება და ის გადაწყვეტილება მიაღებინო, რაც შენ გსურს, არის კონტრპროდუქტიული. ამიტომ, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ და მეორე, შეწყვიტონ ის არასწორი და უსარგებლო ნაბიჯების გადადგმა, მოემზადონ არჩევნებისთვის და იქ გამოჩნდება, ვის უჭერს საზოგადოება მხარს," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.