„ეს მოვლენა 165 წელიწადში ერთხელ ხდება“ - ასტროლოგი ასახელებს რატომ იქნება ეს კვირა გადამწყვეტი
1769407185
მსხვილი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების შემდეგ, მწარმოებლები და ფარმაცევტული ფირმები - პროდუქტებზე ფასების შესამცირებლად მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრები დღეიდან განახლდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მომუშავე საკოორდინაციო კომისია რამდენიმე საათში შეიკრიბება.
საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ პროდუქტის ღირებულების რეგულირებისთვის სივრცე არსებობს, თუმცა ამისთვის სხვადასხვა უწყების კოორდინირებული მუშაობაა საჭირო. უკვე სახელდება სავარაუდო დროც, როცა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასები უნდა შემცირდეს - და ეს დრო აპრილია.
პარალელურად, ფასთა წარმოქმნის პროცესის შესწავლის მიზნით, სუპერმარკეტების ქსელებსა და სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებენ.
"ფასნამატის წარმოქმნა, ამის გაშიფვრა როგორ ხდება, რამდენად არის რეზერვი ან არის თუ არა რაიმე კარტელური ხასიათის შეთანხმებები, სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობს შესაბამისი კომისია. ამოცანა მიღწევადია და ამასთან დაკავშირებით კომპლექსური საკითხები არის გადასაწყვეტი, ამიტომაც პარლამენტის ჩართულობაც მნიშვნელოვანია. შესაძლოა, რაიმე სახის საკანონმდებლო ჩარევაც იყოს ამ პროცესში საჭირო," - აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.