საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობას შეხვდა.
თეა ახვლედიანმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე.
"ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერად წარიმართა. განვიხილეთ არსებული საჭიროებები და დავსახეთ სამომავლო ნაბიჯები, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების განვითარების კუთხით, ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობა ხაზგასასმელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში უაღრესად დიდია მუნიციპალური თვითმმართველობების როლი. ჩვენ, ასევე შევხვდით პროფესიული კოლეჯი "მოდუსის", მათ შორის არა ქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან ერთად, პირველ რიგში, ქართულ ენას ეუფლებიან", - აცხადებს თეა ახვლედიანი.