„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
საჯარო დებატების პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია აქტიურად მუშაობს. მიმდინარე კვირიდან პარლამენტში სხდომები გაიმართება. 14 წევრისგან შემდგარი კომისიის მიზნად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება სახელდება.
საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გრძელდება სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით მუშაობა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა გადადგმულია პირველი ნაბიჯი - მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასი უკვე შეამცირეს.
პროდუქციის გაიაფების კონკრეტულ გეგმას სთავაზობს ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა."
"პროდუქციის გაიაფების პროცესს, რომელიც ჩვენი ხალხისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია, სჭირდება არა არასწორი ნაბიჯების გადადგმა, არამედ სწორი პოლიტიკის განხორციელება. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა, რომ მყისიერად დაიკლოს ფასებმა პროდუქტებზე, მაშინ ყველაზე მოკლე ნაბიჯი ამისთვის არის გადასახადების შემცირება. შეამცირონ დამატებითი ღირებულების გადასახადი, ე.წ. დღგ და პროდუქტების ფასები მყისიერად გაიაფდება," - აცხადებს პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კაპანაძე,