„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
პარლამენტში დაჩქარებული წესით დაიწყო ახალი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავება და პასიური საარჩევნო უფლება აეკრძალებათ.
ცვლილებები 4 კანონს ეხება. მისი განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უკვე დაწყებულია. პარალელურად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მომზადებული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში უახლოეს მომავალში შევა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ ეს იქნება უმაღლესი ხარისხის იურიდიული დოკუმენტი.
"ეს იქნება ძალიან მაღალი რანგის სარჩელი. სასამართლო კი იმისთვის არსებობს, რომ მოთხოვნები შეისწავლოს და როგორ გაიზიარებს მოთხოვნას, ეს იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ვპირდები ჩვენს მოქალაქეებს, ეს იქნება უმაღლესი რანგის, არა პოლიტიკური, არამედ იურიდიული დოკუმენტი,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.