ინფორმაცია მათთვის, ვისაც სიონის საკათედრო ტაძარში ილია მეორის საფლავზე მისვლა სურს
1774209216
დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა კონკრეტული მტკიცებულება შენი უშუალო ქმედებებისა. ეს უნდა იცოდეთ! - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, რომელიც ეხმიანება სახალხო დამცველის მიერ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით, ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.
მისი განცხადებით, მანჯალაძისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების მიერ ფორმირებულმა ორგანომ, პოლიციელებს ხელისუფლების წევრების დაპატიმრებისკენ მოუწოდა და უკანონო გზით ხელისუფლების ცვლილების მოწოდება არაერთხელ გააჟღერა, ხოლო, მანჯაფალაძე არც ერთ ამ მოწოდებას არ გაემიჯნა.
"ამ ორგანომ მოუწოდა პოლიციელებს დაეპატიმრებინათ ხელისუფლება, ხელისუფლების უკანონო ცვლილების მოწოდება არაერთხელ გააჟღერა. ბოლოს მოუწოდა პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ, გასაღების ჩაბარებას ეძახდნენ. არც ერთ ამ მოწოდებას არ გაემიჯნა. არც ეს ხელმძღვანელი ორგანო დატოვა. ასეთი ხელმძღვანელი ორგანოს წევრობა, რომლის მოწოდებამაც მძიმე დანაშაული გამოიწვია, ხუმრობა და საბავშვო გართობა არ არის. იგი სრულწლოვანია კარგა ხანია და ამას უნდა აცნობიერებდეს. სხვებიც უნდა აცნობიერებდნენ," - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც პაატა მანჯგალაძის საქმეს ეხება, ვკითხულობთ: "საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი."
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1774260822