წყალი 12 საათით შეწყდა - გადაამოწმეთ მისამართები
1783936482
გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი, - განუცხადა თელავში მედიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა ლანჩხუთში, სტიქიით დაზარალებულ პირზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან საუბარში აცხადებდა, რომ ხელისუფლება არ დაეხმარა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას კომპენსაციის სახით ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი აქვს მიღებული.
„არ ვიცი ამ ადამიანთან დაკავშირებით არაფერი, მას პარტიული კავშირები აქვს, თუ არა. გასაკვირია, რა საჭიროა ასეთი ხუთწუთიანი ტყუილი, თან მაშინ, როდესაც ხალხის ბიუჯეტიდან გაქვს მიღებული უკვე თანხა. ამის დამალვა და პირიქით, პრეტენზიის წაყენებას რა შინაარსი აქვს, არ ვიცი. ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ აჰყვებიან „ნაციონალური მოძრაობას“ და მსგავს ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებებს, რომელიც ერთ რამეს ფიქრობენ მხოლოდ, დააზიანონ ჩვენი ქვეყანა და ხალხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.