შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ, როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები

შალვა პაპუაშვილი

გრძელდება თავდასხმა საქართველოზე, ქართულ საზოგადოებაზე, ქართული საზოგადოების ნებაზე, რომ საკუთარი ქვეყანა მოაწყოს ისე, როგორც სურს. ამ დღეებში რასაც ვუყურებთ, ეს არის სწორედ სუვერენიტეტის გამოცდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ვნახეთ, სხვადასხვა მეთოდით როგორ ესხმიან თავს საქართველოს, მის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებას და ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება არის ბრიუსელიდან სხვადასხვა ტიპის განცხადებები, თუ შეკრებები.

„ბრიუსელი თავისი საგარეო მინისტრების ფორმატში, საბჭოს ფორმატში, ნებისმიერ ფორმატში ვიდრე მკვეთრად და ცხადად არ დაგმობს 4 ოქტომბრის ძალადობას და თავდასხმას პრეზიდენტის სასახლეზე, რომელსაც წინსწრებით მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის სახით, მანამდე მათი არცერთი სიტყვა არ არის ღირებული ქართული საზოგადოებისთვის. ევროკომისიამ, მისი პრესსპიკერის პირით, მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოში ძალადობას, ნეპალის სცენარს, ხელისუფლების დამხობას, ხუთი თვე გავიდა და არ გვესმის ერთი სიტყვაც კი, ისეა გატრუნული ყველა ბრიუსელში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მათი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით სწორედ ამ კონტექსტში უნდა დავინახოთ, როგორც გაგრძელება საქართველოში ანტიდემოკრატიული ძალების მხარდაჭერის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.