1792255726
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე ვეტერანები ესწრებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ვეტერანებს სამშობლოს წინაშე გამოჩენილი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ვეტერანებზე ზრუნვა, მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
საქართველოში ვეტერანთა დღე 2014 წლიდან აღინიშნება.










