„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
1791920869
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელთა შესასრულებლად პარლამენტმა უკვე მიიღო 82 კანონი. 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე ის 2023 წლის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრებს.
პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება შეეხება ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებს, პარლამენტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.
პარლამენტის სხდომას ესწრებიან საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.