შალვა პაპუაშვილი „ლელოზე“: 27 თუ 28 მუნიციპალიტეტში ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, კომისიის 1600 წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნის?!

შალვა პაპუაშვილი

27 თუ 28 მუნიციპალიტეტში მათ ვერ შეძლეს მერის კანდიდატის დასახელება, იცით, რომ 430 მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ დაასახელეს, 1600 კომისიის წევრი ვერ დაასახელეს და ამ ხალხს აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში ყოფნის?, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან „ლელოზე“ საუბრისას.

მისივე თქმით, ეს პარტია თაღლითური მიზნებით შეიქმნა, რასაც თავადაც აღიარებენ.

„ხელის ჩამომრთმევი არ ჰყავთ, რომელიც მათი სახელით ბიულეტენზე საკუთარი სახელ-გვარის დაწერის თანხმობას მისცემს, რადგან იცის, რომ ამით საკუთარ სახელს შელახავს, როდესაც თაღლითებთან და მატყუარებთან იქნება გარეული. ლელოს აღიარებული აქვს, რომ პარტია თაღლითური მიზნის შექმნეს. თქვენ, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დავის გამო შექმნა პარტია ხაზარაძემ და გაირკვა, რომ ეს დავა იყო აბსოლუტურად თაღლითურად აწყობილი იმისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტის 12% ჩაედოთ ჯიბეში და ყველა დონეზე, საქართველოში და საერთაშორისო სასამართლოებშიც ამხილეს თაღლითური სარჩელების წარდგენაში. შესაბამისად, პარტიაც თაღლითური მიზნით არის შექმნილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.