შალვა პაპუაშვილი: ირაკლი კობახიძე ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს ფორუმზე იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს. არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რასა იუკნევიჩიენე და სხვა მსგავსი ომის მოსურნე ხალხი

 შალვა პაპუაშვილი

ის [ფორუმზე] ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, მაშინ, როცა სჭირდება. არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რასა იუკნევიჩიენე და სხვა მსგავსი ომის მოსურნე ხალხი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთში გამართულ ფორუმთან დაკავშირებით, სადაც ირაკლი კობახიძე და სხვა ლიდერებთან ერთად ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ისაუბრებს თუ არა ირაკლი კობახიძე ოკუპაციასთან დაკავშირებით ფორუმზე.

„ქართველმა ხალხმა მანდატი მისცა „ქართულ ოცნებას“ და პირადად ირაკლი კობახიძეს როგორც პრემიერ-მინისტრს. ის [ფორუმზე] ქართველი ხალხის მანდატით ისაუბრებს იმას, რაც სჭირდება ქართველ ხალხს, მაშინ, როცა სჭირდება. არ ისაუბრებს ისე, როგორც საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რასა იუკნევიჩიენე და სხვა მსგავსი ომის მოსურნე ხალხი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.