„16 ოქტომბერი იყო, ლიკამ რომ მომწერა...“ - რას იხსენებენ მძიმე ავარიაში მოყოლილ 18 წლის გოგოზე
1761508659
რასა იუკნევიჩიენეს მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია, გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული რასა იუკნევიჩიენე „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ევრონესტზე იწვევს „ნაცებს“, რაც სირცხვილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია.
„ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, თუმცა არ ჩადიან საქართველო და აზერბაიჯანი. ესეც აჩვენებს, რომ რაღაც არასწორია ევროპარლამენტის ქცევაში. ჩვენ ამ ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ ევროპარლამენტარს, განსაკუთრებით ევრონესტის ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს აქვთ როგორც ქართველი ხალხის, ისე ხელისუფლების მიმართ, რა თქმა უნდა, ჩვენ ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ. მათ შორის ვერ მივიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, სადაც „ენჯეოშიკებად“ ჰყავთ გაფორმებული ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები.
ევრონესტის ეგიდით შეხვედრაზე აზერბაიჯანი და საქართველო არ ესწრებიან. მგონი, აქ თავად ევრონესტი აღწევს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან და უნდათ, რეგიონული პოლიტიკა აეწყოს მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე. რასა იუკნევიჩიენესთვის ვინაიდან ნახევრად ღმერთი არის მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“, ამაზე უნდა აეწყოს მათი რეგიონული პოლიტიკა, რაც სამწუხაროა.
გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე ასე რომ იქცევა, ამაში გასაკვირი არაფერია. ევროპარლამენტში საბჭოთა სტილის ნაბიჯებს ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვაკვირდებით, რაც ხედავთ, რომ არის გავლენა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნებისა, რომლებიც რატომღაც ფიქრობენ, რომ უნდა ჰქონდეთ მეურვეობა ქართველ ხალხზე. არ ვიცი, რატომ ფიქრობენ ასე. თუმცა, ჩანს, რომ ეს გავლენა, პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური მიდრეკილებები, რაც ევროპარლამენტშია, ხელის გულზე დევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.