„ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ განსაკუთრებით ეს 4 ნიშანი...“ - მიხეილ ცაგარელი
1752741240
ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონსა და ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას.
მისი თქმით, ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ - კაცი შეიძლება გახდეს ქალი.
„ეს ჩვეულებრივი პროცედურაა, რომ ყოველ წელს მზადდება ანგარიში, წლის ბოლოს და არა აგვისტოში, მაგრამ პერიოდულად ვაწვდით ანგარიშს, მათ შორის, შუალედური ანგარიშები გაგზავნილია უკვე ევროკავშირში, ევროკომისიაში და ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა გვექნება თანამშრომლობა. თუმცა, საქმე იმაშია საიდან აღმოჩნდა ეს აბსოლუტურად დაუკავშირებელი საკითხები ვიზალიბერალიზაციის თემასთან დაკავშირებით და რაც შეეხება ბრტყელ დედამიწას. რას გვეუბნებიან, რომ ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი გააუქმეთ. არა შეცვალეთ, რაღაც ასე შეცვალეთ ან ცოტა სხვანაირად მოაწესრიგეთ. პირდაპირ გააუქმეთ, ანუ არის მიუღებელი და მიუღებელი ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი ევროკავშირისთვის. ახლა ვნახოთ მაშინ რა არის ევროპული ღირებულება.
რას აწესრიგებს ოჯახური ღირებულების შესახებ კანონი. არის სულ რამდენიმე პუნქტი. სულ არის 5 გვერდიანი კანონი, უმარტივესი კანონია. კერძოდ, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ კაცსა და ქალს შორის. რაიმე პრეტენზია ამ მხრივ არსებობს? ლგბტ პირს არ შეუძლია არასრულწლოვანის შვილად აყვანა. აკრძალულია ე.წ. სქესის შეცვლის ოპერაციების ჩატარება. ყველა დოკუმენტში უნდა იყოს ბიოლოგიური სქესი მითითებული, რაც აქვს ადამიანს. ბაღებში, სკოლებში არ შეიძლება პროპაგანდა. ამ საკითხების მიმართ რა პრეტენზიები არსებობს. ეს ნაწილია ჩვენი საზოგადოების მოთხოვნის. მათ შორის, ამ კანონებით გავედით ჩვენ არჩევნებზე და იმ რეფერენდუმში, რომელიც გამოაცხადეს, ამ კანონებით გავიმარჯვეთ. ანუ, რა გამოდის საერთო ჯამში, როდესაც გვეუბნებიან, რომ გააუქმეთ ეს კანონი, თუ უნდა გავაუქმოთ ამის საპირისპირო უნდა იყოს დაშვებული. დაშვებული უნდა იყოს ქორწინება კაცსა და კაცს შორის, ქალსა და ქალს შორის. ანუ, ეს არის მოთხოვნა. დაშვებული უნდა იყოს არასრულწლოვანის აყვანა ლგბტ პირის მიერ, შვილად აყვანა. დაშვებული უნდა იყოს, რომ პასპორტში ჩაწერილი იყოს არა მისი ბიოლოგიური სქესი, არამედ, მისი სურვილისამებრ ჩაწერონ სქესი და ა.შ. ის, რომ კაცი შეიძლება გახდეს ქალი, ქალი შეიძლება გახდეს კაცი. ის აბსოლუტური ანტიმეცნიერება და მეცნიერული აბსურდი, რასაც წლებია ამტკიცებდნენ და რასაც დღეს ტრამპის ადმინისტრაციამ გასცა მკვეთრი პასუხი, როდესაც ითქვა, რომ ეს არის აბსოლუტური ცრუ იდეოლოგია, რომელსაც ნერგავდნენ, მათ შორის, ამერიკული ფულით, რომელიც ახლა ჩახსნილია, თუმცა დარჩენილია ევროპული ფული. ანუ, რა არის პრინციპი, რომ სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე თუ სქესი დამოკიდებულია სურვილზე. აი, ამას გვეუბნებიან. რა კავშირშია ახლა ეს ვიზალიბერალიზაციასთან.
მეორე, ამ ცრუ დილემას უყენებენ ქართველ ხალხს, როდესაც ეუბნებიან, რომ ევროკავშირი გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა თქვათ კაცი შეიძლება გახდეს ქალი. ანუ, მრგვალი კი არ არის დედამიწა, დედამიწა არის ბრტყელი. დღესაც ვთქვი, რომ ევროპას ეს დრო გამოვლილი აქვს, როდესაც უმტკიცებდნენ ხალხს, რომ დედამიწა ბრტყელია და ვინც ამბობდა, რომ დედამიწა არ არის ბრტყელი, კოცონზე წვავდნენ. დღესაც ეს არის სინამდვილეში, ერეტიკოსებად გვაცხადებენ და იდეოლოგიურ კოცონზე წვავენ ქართველ ხალხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.