მნიშვნელოვანი სიახლე მართვის მოწმობის აღების მსურველებისთვის
1784105500
ესტონეთში რეგისტრირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ცდილობს ციფრებით იმანიპულიროს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ერთ რამეს, რომ ვინც აფინანსებს დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ ის საქართველოს წინააღმდეგ ეწევა ჰიბრიდულ ომს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ეს არის კოორდინირებული დეზინფორმაცია, რომელიც ამ შემთხვევაში ვრცელდება სახელმწიფო სტრუქტურების წინააღმდეგ, საჯარო მოხელეების წინააღმდეგ.
„ადრე თუ გვიან გაირკვევა ვინ აფინანსებს ამ მომენტში „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და იმ მომენტში აუცილებლად ვამხელთ, რომ სწორედ ის ქვეყანა, ან ის ორგანიზაცია იყო ის, ვინც საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებდა.
ათობით ათასი საჯარო მოხელეა, ამისგან ჯამის გამოყვანა, რომ მეუღლემ მეუღლეს რაღაც აჩუქა, ან შვილმა მშობელს რაღაც აჩუქა, ამის შეჯამება და რაღაც რიცხვებად წარმოდგენა, არის აბსოლუტური მანიპულაცია და ფარსი, რაც საერთოდ არაფერზე მეტყველებს. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.