შალვა პაპუაშვილი: დიდი პატივია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა. ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება მაშინ, როდესაც რეგიონული თანამშრომლობა და დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე

კკ

საქართველო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, შალვა პაპუაშვილი კი 6 თვის ვადით ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს. საკითხს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება, და აღნიშნავს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

„დიდი პატივია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა. ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება მაშინ, როდესაც რეგიონული თანამშრომლობა და დიალოგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ორგანიზაციის წევრებთან საპარლამენტო დიპლომატიის, გაძლიერების ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და შავი ზღვის რეგიონში ურთიერთკავშირის ხელშეწყობისთვის“, - წერს პაპუაშვილი X-ზე.