შალვა ოგბაიძე: ავჭალაში გვაქვს რამდენიმე ავარიული შენობა. ნაწილი უკვე მოხვდა ჩანაცვლების პროგრამაში, ნაწილი კი უახლოეს მომავალში მოხვდება

შალვა ოგბაიძე

ჩვენი უბნისთვისაც უცხო არ არის [ავარიული] შენობების პრობლემა. ჩვენ გვაქვს ასეთი რამდენიმე შენობა, რომელიც ჩანაცვლების პროგრამაში მოხვდა და უახლოეს მომავალში მოხვდება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ავჭალაში შალვა ოგბაიძემ.

„პირველი: „ტიტანიკის“ შენობა, რომელიც კომუნისტების დროს რომ აშენდა, ლამის იქიდან უკვე ავარიული იყო. ამ შენობის მცხოვრებლების ბინით დაკმაყოფილების საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ასეთივე მწვავე ბინა გვაქვს შუშის ქუჩაზე, ეს არის ქვემო ავჭალაში, ყოფილი მინისტარის ექსპერიმენტული საამქროს მცხოვრებლებისთვის განკუთვნილი შენობა და ტერიტორიების მოძიების შემდგომ, დასკვნა და მცხოვრებლების თანხმობა არსებობს, ასე რომ, ვერ ვხედავ ბარიერს, რომ ეს შენობა არ მოხვდეს ჩასანაცვლებელ შენობათა პროგრამაში“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ოგბაიძის თქმით, ასეთივე პრობლემა აქვს სარაჯიშვილის 19 ნომერში მდებარე შენობას. მისივე განცხადებით, დაწყებულია მოსახლეობის ხელმოწერების შეგროვება, გაკეთდება ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნა, განისაზღვრება მისი ავარიულობის ხარისხი და საჭიროების შემთხვევაში მოხვდება ჩასანაცვლებელ შენობათა ნუსხაში.