ლოცვა, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე უნდა წაიკითხოთ
1787115660
ოთხიანსა და ხუთიანს შორის ბრძოლა თუ პოლიტიკური კინკლაობა ნაკლებად საინტერესოა ჩვენთვის, ისინი ეთმანეთს რატომ და რის გამო ებრძვიან არ გვაინტერესებს, – ამის შესახებ „პარტია“ საქართველოსთვის წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აქვს საკუთარი დღის წესრიგი და მიჰყვება გეგმას.
„ეს ორივე ერთი წარმოშობის, პოლიტიკური ეტიმოლოგიის პარტიაა. ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, რითაც მისცა სრული შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ ადგილობრივ დონეზე საკრებულოები თითქმის დაეკომპლექტებინა. ამ პროცესში მონაწილეობდა ორივე პარტია. რა პირადი ანგარიშსწორებები აქვთ, ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ის ბოიკოტი, რაც იყო გამოცხადებული, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, რომ არ წასულიყო ხალხი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, არ მიეღოთ პოლიტპარტიებს მონაწილეობა, ეს იყო ზუსტად საფუძველი და საწინდარი იმის, რომ ადგილობრივ დონეზე ყველა საკრებულო ჩააბარეს. ვინ არის გაყიდული, რა არის ღალატი, ვინ არის სწორი და ვინ არასწორი, განსაჯეთ“, – განაცხადა კერესელიძემ.