მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1763461533
არსებობს აღქმები, რომლის გაზომვა არ შეიძლება და რომლითაც ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება მანიპულაცია. მაგრამ არსებობს გაზომვადი ინდიკატორები. იმ ციფრებით მანიპულირება უბრალოდ არ შეიძლება, რომელსაც ჩვენ გავეცანით. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის 7.3% -იანი ზრდა, რომელიც გაგრძელდება მომავალი 2 წლის განმავლობაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ ევრო ბიუროკრატების კრიტიკასა და ევროსაბჭოს ანგარიშებს შორის სხვაობაზე.
მისი თქმით, საქართველო ყველა კვლევაში მოწინავე პოზიციაზეა და ჩვენს ქვეყანას ჩამორჩებიან კანდიდატი ქვეყნები. ამ ფონზე კი საქართველოს მისამართით გამოთქმული ბრალდებები უბრალოდ უსაფუძვლოა.
„რთულია გვერდი აუარო ამ მაჩვენებლებს და განსხვავებული რეალობა აჩვენო საქართველოსთან მიმართებაში სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორის და თქვა, რომ საქართველო რაღაც კუთხით ჩამორჩება და არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. ჩვენთვის მთავარი ის ციფრებია, რომელსაც, უნდათ თუ არა, ევროსაბჭო აღიარებს, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას, რომ დადებითი მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდოს.
ზვიად შალამბერიძის განცხადებით, კვირა არ გადის, რომ არ დაიდოს კვლევები სხვადასხვა მიმართულებით და ყველა შემთხვევაში საქართველოს პროგრესი თვალსაჩინოა.
„ჩვენი ხელისუფლება საუბრობს ფაქტებით და ციფრებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, სწორი გეზი გვაქვს აღებული ჩვენი ქვეყნის განვითარების და ამ გეზს დაუჭირა ამომრჩევლემა მხარი“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.