კარდიოლოგების გაფრთხილება - ამ ტიპის ყავა ყველაზე მეტად სახიფათოა
1772563995
ეს ნიშნავს, რომ მათ ჩაფიქრებული აქვთ საქართველოსთვის არასასურველი საქმეების კეთება, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.
იგი ამგვარად გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩისა და აქტივისტების გასაიდუმლოებულ შეხვედრას, რომელიც „ქრონიკის“ ინფორმაციით, 15 იანვარს საელჩოში გაიმართა.
„მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ეხებოდა საქართველოში აგრესიის, ძალადობის ახალ ტალღას, რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს მსხვერპლი. ეს ახალი ამბავი არ არის. ამის გაკეთება მათ ადრეც უნდოდათ და ადრეც ცდილობდნენ, რომ მსგავსი მსხვერპლი გამოეწვიათ საქართველოში.
საბედნიეროდ, საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს სამართალდამცველებს, ეყოთ იმის გონიერება, სიფხიზლე და პროფესიონალიზმი, რომ მსგავსი სცენარის განვითარება თვიდან აგვეცილებინა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი საელჩოში 15 იანვარს აქტივისტებს შეხვდა.