„ჩემი მამა...“ - ლაშა ბასლანძის უფროსი შვილი ფოტოს აქვეყნებს
1761680469
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო სხდომაზე ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა.
აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა 9 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, რის გამოც გახდა საჭირო, რომ ხაბეიშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვა მომხდარიყო.
სუს-მა 11 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.