სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

სასამართლო

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა (ევროპის ანტიკორუფციული და სახელმწიფო აღმშენებლობის კვლევის ცენტრი) ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ყველა, 41 ქვეყანას მოიცავს და მომზადებულია ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციების პროგრამის ფარგლებში.

ანგარიშში სხვადასხვა თემებთან ერთად გაანალიზებულია ევროპის ქვეყნების სასამართლო სისტემების დამოუკიდებლობის საკითხი (გვ 54-57). რეიტინგში წარმატებული პოზიცია აქვს საქართველოს. დოკუმენტის ფარგლებში ვიზუალიზირებულია ევროპის რუკა, სადაც სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების 10 ბალიანი სისტემით საქართველომ 6.5 ქულა დაიმსახურა და ლიეტუვასთან და პორტუგალიასთან ერთად თანაბარი მაჩვენებლით ევროპის საუკეთესო ოცეულში 16 პოზიციაზეა.

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ შემდეგ სახელმწიფოებს: იტალიას, ესპანეთს, ლატვიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ბულგარეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, ალბანეთს, რუმინეთს, პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ხორვატიას და ა.შ.

ევროპაში ბოლო ადგილებზე სამ ქულაზე დაბალი შეფასებით ორი ქვეყანა მოხვდა მოლდოვა (2.6 ქულა) და ბოსნია-ჰერცოგოვინა (2.2 ქულა).

სასამართლო სისტემის ხარისხის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებებსაც ეხება, რომელიც ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებში სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევბს ადგენს. სტრასბურგის სასამრთლოს მიერ გადამოტალი გადაწყვეტილებების მიხედვით, ირკვევა რომ მაგალითად ალბანეთში დარღვევების ნახევარი (78-დან 38) გამოწვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევით, რომელიც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლში. მოლდოვასთან დაკავშირებით თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევისთვის 180 გამამტყუნებელი განაჩენია (492-დან), თურქეთში - 3458-დან 991 და უკრაინაში - 1800-დან 622. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ავსტრიაში თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევად 97 (287-დან) იქნა მიჩნეული, ხორვატიაში - 142 (406-დან) საქმით, რუმინეთში - 481 (1541-დან), საბერძნეთში - 145 (969-დან) და იტალიაში - 301 (1915-დან). რუმინეთში დარღვევების ერთი მესამედი თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას უკავშირდება, რაც ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი წილია ევროპაში.

ევროპის ქვეყნებში კორუფციის რისკის მიზეზების და ტენდენციების შესახებ ვრცელი ანგარიში ევროკავშირის დაკვეთით ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში ევროპის ანალიზისა და პოლიტიკის ინსტიტუტის ჩართულობით მომზადდა პროექტის მიერ რომლის სახელწოდებაა "ანტიკორუფციული პოლიტიკის მტკიცებულებებში, რეგულაციებსა და გავლენას შორის არსებული ხარვეზის შევსება".