„თავის ტვინს შეიძლება წამიერი „გათიშვები“ დაეწყოს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
1773164770
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.