მძიმე ავარიას გადარჩენილმა ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მეუღლე დაიღუპა
1767297430
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შვეიცარიაში სათხილამურო კურორტ კრან-მონტანაში მომხდარი აფეთქების გამო, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა, მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ახალი წლის ღამეს კრან-მონტანაში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ ოჯახებს, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, ასევე ყველა დაშავებულს. ჩვენი ფიქრები და სოლიდარობა შვეიცარიელ ხალხს“, - დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, ახალი წლის ღამეს კრან-მონტანას კურორტზე მდებარე ერთ-ერთ ბარში აფეთქება მოხდა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 40 და დაშავდა 115 ადამიანი. შვეიცარიაში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.