საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა

2024 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მაღალი დინამიკა და მჭიდრო პარტნიორობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.

ჩინეთის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციას ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერის მიმართ.