იურისტი განმარტავს, ვინ გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან
1761941375
 
                                                                საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ალავერდის მონასტერში შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა უმასპინძლა.
მიტროპოლიტმა პრეზიდენტი დალოცა და წარმატებები უსურვა.
პრეზიდენტმა ტაძარი მოილოცა და მონასტრის ტერიტორიაზე არსებული უძველესი, XI საუკუნის მარანი და მარანში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი ექსპონატები დაათვალიერა.
ალავერდის მონასტერში მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.