1766002982
ტრაგედია თბილისში – ნუცუბიძის ქუჩაზე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. 45 წლამდე ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა 10 წლამდე ბავშვიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.












