საფრანგეთის ეროვნული მაუწყებელი საბავშვო ევროვიზიის მასპინძლობაზე უარს აცხადებს
1766158068
„შავი მთვარე“ მშვილდოსანში გადადის - როგორ აისახება მოვლენა ზოდიაქოს ნიშნებზე, ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„ბოლო 9 თვის განმავლობაში ლილიტი იმყოფებოდა მორიელის ნიშანში. ხვალიდან, 20 დეკემბრიდან კი გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში. აქ გამოცდა და სხვადასხვა სახის ცდუნებები უფრო მეტად სწორედ მშვილდოსნებს ელოდება.
სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხოელებთან, არ გახვიდეთ მატყუარა უცხოელებზე, რომლებიც ჯერ მოხიბლავენ და შემდეგ მოგატყუებენ. შესაძლოა მოგზაურობის დროსაც შეიქმნას სირთულეები - ვერ იპოვოთ საბუთი, ან დაგეკარგოთ ბარგი. რადგან მშვილდოსანი სპორტის ნიშანია მაღალია სპორტში ტრავმების ალბათობა, ამიტომ გამოიჩინეთ სიფრთხილე და დაიოკეთ თქვენი ემოცია.
მშვილდოსანი რადგან ერთ-ერთი პოზიტიური ნიშანია, შავი მთვარე ცდილობს სწორედ ეს პოზიტივი ჩაახშოს - ამიტომ ეცადეთ ამ 9 თვის განმავლობაში იყოთ მეტად პოზიტიური, ოპტიმისტი და გექნებათ კარგი განწყობა მით უფრო მეტად ერევით ამ შავ ძალას. უახლოესი 9 თვის განმავლობაში არ თქვათ სიტყვა „რა უბედური ვარ.“ - ამბობს მიხეილ ცაგარელი.