პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის განვლილ გზას და მის განსაკუთრებულ ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე იხსენებენ პოლიტიკოსები. მათი განცხადებით, ილია მეორე იყო ხალხისთვის სიმშვიდის, სიბრძნისა და რწმენის მტკიცე საყრდენი, სულიერი მამა, რომელიც ურთულეს დროსაც კი იმედს უნერგავდა და აერთიანებდა ადამიანებს.
მისი ცხოვრება და მოღვაწეობა იყო, არის და მომავალშიც დარჩება საკუთარი ხალხისა
და ქვეყნის წინაშე თავდადებისა და უანგარო მსახურების სიმბოლოდ. ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ილია მეორეს სახელი მტკიცედ უკავშირდებოდა რწმენის, ტრადიციების და ეროვნულ იდენტობის დაცვას.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქმა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც ქართველი ხალხი გააერთიანა.
"საქართველოს პატრიარქმა თავისივე სიცოცხლეში და ასევე ქვეყნიდან გასვლითაც ქართველი
ხალხი გააერთიანა. მან ის სიტყვები რასაც ამბობდა, სიკვდილი და სიცოცხლე ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან და ამ ქვეყანაზე ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს რომ წასვლის შემდეგაც პოზიტივი უნდა დატოვოს ქვეყანაში, ეს მან პირდაპირ თავისი მაგალითით გვაჩვენა. ქართველმა ერმა ყველას აჩვენა ამ დროს რომ არ არის არც რწმენის დამთმობი და არც ოჯახური სიწმინდის, ეს იმათ გასაგონად ვითომ ვაი პოლიტიკოსები რომ არიან და ამბობდნენ, რომ საპატრიარქო ემსახურებოდა რუსეთის იმპერიას,"- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა.
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
1777575568
Wizz Air სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1777579051