საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება

ბირჟა

საქართველოს მთავრობის მიერ 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას ლონდონის საფონდო ბირჟა ეხმაურება.

ლინკდინის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნულია: „ლონდონის საფონდო ბირჟა საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს და მიესალმება 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის 5-წლიანი ობლიგაციების განთავსებას, რომელიც დღეიდან ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ ბაზარზე ხვდება. ვულოცავთ საქართველოს და ფასიანი ქაღალდების განთავსების საკითხებზე მის მრჩევლებს ამ ტრანზაქციის წარმატებულ განხორციელებას“.