საქართველოს მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არ დაღვრის არავის სისხლს - თეა წულუკიანი

მინისტრი

"საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, რადგან ეს არის გზა, რომელიც მრავალჯერ გავიარეთ და ქვეყანას არაფერი სასიკეთო არ მოუტანა", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამიტომ ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.