საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, ორდინალური პასპორტის მფლობელთა სავიზო მოთხოვნისგან ორმხრივად გათავისუფლების შეთანხმებას ხელი რამდენიმე წუთის წინ მოეწერა.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა და საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჟოუ ციენმა მოაწერეს ხელი.

როგორც ილია დარჩიაშვილმა განმარტა, ამის შემდეგ საქართველო მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში უვიზოდ იმოგზაურონ და ქვეყანაში 30 დღე გაატარონ