21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
თბილისის საკრებულოს თავმჯომარემ, ზურაბ აბაშიძემ საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე, ქვეყანაში არაბული კომპანიის “Eagle hills“-ის შემოსვლის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6.6 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრ სიკეთეს მოუტანს.
„ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო აღნიშნულ პროექტს, რადგან მისი განხორციელება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. გაიზრდება ბიუჯეტი, დასაქმდება უამრავი ადამიანი და ქვეყნის ეკონომიკას და წინსვლას რეალურად შეუწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, რათა გაქარწყლებულიყო ის ეჭვები და სპეკულაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა. კიდევ ერთხელ მინდა წარმატებები ვუსურვო ასეთი მასშტაბური პრექტის ჩვენს ქვეყანაში განხორციელებას“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.